ტრენინგის მეცხრე დღე.
ვისაუბრეთ, როგორ მოვამზადოთ და წარმოვადგინოთ ჩვენი ნამუშევრები ეფექტურად და როგორ გავუკეთოთ კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი. წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები. შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი, რომლის ძირითადი მიზანია სასკოლო ცხოვრებაში დანერგოს და განავითაროს სწავლების ინოვაციური მეთოდები. პროექტებით სწავლება გათვლილია მოსწავლის მაღალ უნარებზე. ინტელის პროგრამის ძირითადი კურსი ორიენტირებულია 21- საუკუნის უნარ-ჩვევებზე. მაგალითად, შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა, ინფორმაციასთან მუშაობა, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის მიღებას, გადაცემას, დამუშავებას, ანალიზს, ახალი ინფორმაციის შექმნას. პროექტებს საფუძვლად უდევს რაიმე პრობლემა, რომლიდანაც გამომდინარეობს პროექტის მიზანიც და ამოცანებიც: პროექტის მიზანია პრობლემის გადაწყვეტის გზის მოძებნა, ამოცანა კი მდგომარეობს მიზნის მიღწევაში. მთავარი ის არის, რომ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ ახალ ფაქტებს, ააგებენ ახალ ცოდნას, და არ მიიღებენ მას მზა ფორმით მასწავლებლის მონათხრობიდან ან სახელმძღვანელოდან.ასე ხდებიან ისინი ხელახლა ცოდნის „აღმომჩენები”.
ამ ტრენინგმა დამანახა,რომ პროექტის განხორციელება საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ საინტერესო და ყოვლისმომცველი. დიდი მადლობა ტრენერს.
ამ ტრენინგმა დამანახა,რომ პროექტის განხორციელება საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ საინტერესო და ყოვლისმომცველი. დიდი მადლობა ტრენერს.