суббота, 4 июня 2016 г.
суббота, 16 апреля 2016 г.
ტრენინგის მეცხრე დღე.
ვისაუბრეთ, როგორ მოვამზადოთ და წარმოვადგინოთ ჩვენი ნამუშევრები ეფექტურად და როგორ გავუკეთოთ კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი. წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები. შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი, რომლის ძირითადი მიზანია სასკოლო ცხოვრებაში დანერგოს და განავითაროს სწავლების ინოვაციური მეთოდები. პროექტებით სწავლება გათვლილია მოსწავლის მაღალ უნარებზე. ინტელის პროგრამის ძირითადი კურსი ორიენტირებულია 21- საუკუნის უნარ-ჩვევებზე. მაგალითად, შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა, ინფორმაციასთან მუშაობა, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის მიღებას, გადაცემას, დამუშავებას, ანალიზს, ახალი ინფორმაციის შექმნას. პროექტებს საფუძვლად უდევს რაიმე პრობლემა, რომლიდანაც გამომდინარეობს პროექტის მიზანიც და ამოცანებიც: პროექტის მიზანია პრობლემის გადაწყვეტის გზის მოძებნა, ამოცანა კი მდგომარეობს მიზნის მიღწევაში. მთავარი ის არის, რომ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ ახალ ფაქტებს, ააგებენ ახალ ცოდნას, და არ მიიღებენ მას მზა ფორმით მასწავლებლის მონათხრობიდან ან სახელმძღვანელოდან.ასე ხდებიან ისინი ხელახლა ცოდნის „აღმომჩენები”.
ამ ტრენინგმა დამანახა,რომ პროექტის განხორციელება საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ საინტერესო და ყოვლისმომცველი. დიდი მადლობა ტრენერს.

ტრენინგის მერვე დღე.
დღეს გავიარეთ მეშვიდე მოდული. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. ასევე აღქმის სხვადასხვა სტილზე. მოვარგეთ ჩვენს გეგმას დიფერენცირებული სწავლების ერთ-ერთი ტიპი. დავათვალიერეთ ფასილიტაციის რესურსები. დავათვალიერეთ მასალები და შევქმენით ჩვენი ფასილიტაციის ნიმუშები. გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეს და შევიტანეთ შესწორებები.

ტრენინგის მეშვიდე დღე.
გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს და გავკეთეთ უკუკავშირი. ვისაუბრეთ უკუკავშირის მნიშვნელობაზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნისას. გავიარეთ მე-5 და მე-6 მოდულის ნაწილი. ვისაუბრეთ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. განვიხილეთ შეფასების სქემები, ფორმები, ჩეკლისტები და დავიწყეთ მუშაობა ჩვენს შეფასების სქემებსა და ჩეკლისტებზე. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და გავეცანით სსსმ მოსწავლეთა მასალებს. ბლოგზე ავტვირთეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი.

ტრენინგის მეექვსე დღე.
დღეს დავასრულეთ მე-3 და ვისაუბრეთ მე-4 მოდულზე. ვისაუბრეთ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში კოლაბორაციასა და კომუნიკაციას. განვიხილეთ როგორ დაეხმარება ინტერნეტის გამოყენება მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში. დავათვალიერეთ და შევაფასეთ მოსწავლეთა ნამუშევრები და დავგეგმეთ ჩვენი პროექტისათვის მოსწავლის ნამუშევარი. ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა.

ტრენინგის მეხუთე დღე.
მეხუთე დღე დავიწყეთ დავალების განხილვით. განვიხილეთ პროექტის პრეზენტაცია. ვისწავლეთ ბლოგზე სურათების ატვირთვა. გავეცანით უკუკავშირის რ მეთოდებს და რჩევებს. ვისწავლეთ ვორდში ტექსტური რედაქტორის გამოყენებით უკუკავშირის გაკეთება. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა.

ტრენინგის მესამე დღე.
დღეს ვისწავლეთ პროექტისათვის, სტანდარტიდან გამომდინარე, მიზნების შერჩევა. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ კითხვებს. ვისწავლეთ, რომ პროექტის დაწყებისას მნიშვნელოვანია დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა, თუ რას ისწავლიან ამ პროექტით მოსწავლეები, რა იქნება საბოლოო შედეგი და რა დაამახსოვრდებათ.
ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების კლასიფიკაცია და დასმა.

ტრენინგის პირველი-მეორე დღე.
ტრენინგი დაიწყო ფილმის ჩვენებით, სახელწოდებით ,,ხიდი''. რომელშიც ნაჩვენები იყო პროექტებით სწავლების უპირატესობა. გავიგეთ თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. შევქმენით საქაღალდეები თითოეული მოდულის მასალების შესანახად.გავეცანით ბროშურის ნიმუშებს და ვისწავლეთ მისი შექმნა. ასევე შევქმენით ბლოგი და გავაკეთეთ განსახორციელებელი პროექტის მონახაზი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)